მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება

 მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება

მეოთხეკლასელებს უჩნდებათ ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. მათ შეუძლიათ იმსჯელონ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. მათთვის სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობისა და შინაგანი ღირებულებების აღიარება.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან ღიად საუბრობენ საკუთარ განცდებზე უფროსებთან. პუბერტატის დაწყებიდან კი მოსწავლე ნაკლებად გახსნილი ხდება უფროსებთან ურთიერთობისას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პედაგოგმა იცოდეს, რომ სწორედ ამ ასაკში დელიკატურად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეუძლია მასზე მოახდინოს ზეგავლენა ღირებულებების ფორმირებისა და პრობლემების გადაჭრის ფორმების ათვისების კუთხით. სწორედ ამიტომაა აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანი საუბარი იდეალებზე, შემწყნარებლობაზე, პიროვნულ კულტურაზე.
მეოთხე კლასში იცვლება უფროსებთან ურთიერთობის სტილი. ისინი უფროსებისგან უკვე მეტ პატივისცემას მოითხოვენ, აქცენტს აკეთებენ საკუთარი უფლებების დაცვაზე, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ ვალდებულებებს. ამიტომ, ამ ასაკში მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიულ ბალანსზე.
მეოთხე კლასის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე.
იწყება იდეალის, როგორც ქცევის შინაგანი ორიენტირის ჩამოყალიბება. მოსწავლე თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება როგორც სწავლაში, ისე ურთიერთობების სფეროში.
კლასელებს ერთმანეთში უჩნდებათთავიანთი საქმეები“, ხშირად მხარში უდგანან ერთმანეთს სირთულეების დროს.
8.2. სადამრიგებლო საათის თემები
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემები
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
ჩვენი უნარები და
შესაძლებლობები;
წარმატება; რას ნიშნავს
მეოთხეკლასელისათვის,იყოს წარმატებული?
უნარები +
შრომისმოყვარეობა =
წარმატება.
1-2 შეხვედრა
2
ადამიანთა უნიკალობა; ჩვენი
სამყარო, ინტერესები, საყვარელი
საქმიანობა.
1 შეხვედრა
3
მინდა გავხდე კულტურული
ადამიანი, ღირსეული
მოქალაქე.
1 შეხვედრა
4
კულტურული ადამიანის,
ღირსეული მოქალაქის
დახასიათება;
კულტურული ადამიანის,
ღირსეული მოქალაქის
აუცილებელი
თვისებები; მისი ამოცნობა
სხვადასხვა სიტუაციაში:
სტუმრად
ყოფნისას, კაფეში და ..
2 შეხვედრა
5
ბავშვთა უფლებები
-
სკოლაში, ეზოში, ქუჩაში.
2 შეხვედრა
6
ბავშვთა ვალდებულებები.
2 შეხვედრა
7
პატივისცემა - საკუთარი
თავის, სხვა ადამიანების.
2 შეხვედრა
8
უფლებების დარღვევა;
როდის ვარღვევთ სხვათა
უფლებებს?
როდის ირღვევა ჩვენი
უფლებები?
2-3 შეხვედრა
9
უფლებების დარღვევა იწვევს
კონფლიქტებს; ჩვენ
შეგვიძლია
კონფლიქტების მოგვარება.
2 შეხვედრა
10
ჩვენ შეგვიძლია
თანამშრომლობა.
2 შეხვედრა
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თემები
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
ცვლილებები; როგორ
ვიზრდებით,
ვვითარდებით? რა
გვეხმარება ზრდასა
და განვითარებაში.
1-2 შეხვედრა
მინდა ვიყო
ჯანმრთელი
ადამიანი;
რას ნიშნავს
ჯანმრთელი
ადამიანი?
ჯანსაღი საკვები,
ზრდისათვის
საჭირო ნივთიერებები.
2 შეხვედრა
თემას მოსწავლეები
გადიან
ბუნებისმეტყველების
გაკვეთილზე
.
ამიტომ, მსგავს
საკითხზე საუბარი
შესაძლებელია
საგნის
პედაგოგთან ან
შეიძლება
დაიგეგმოს
სხვადასხვა
ღონისძიება, მაგ.,
ვიქტორინა,
პროექტის
პრეზენტაცია და ..
ჯანსაღი ცხოვრების
სტილი; რას
ნიშნავს ეს?
2 შეხვედრა
რა ზიანი მოაქვს მავნე
ჩვევებს
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის?
თამბაქოს მავნე
ზეგავლენა.
1-2 შეხვედრა
თემას მოსწავლეები
გადიან
ბუნებისმეტყველების
გაკვეთილზე
ამიტომ,
მსგავს საკითხზე
საუბარი
შესაძლებელია
საგნის პედაგოგთან,
ფსიქოლოგთან ან
ექიმთან ერთად,
ასევე უნდა
დაიგეგმოს
სხვადასხვა
ღონისძიება, მაგ.,
ვიქტორინა,
პროექტის
პრეზენტაცია და ..
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემები
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
არასტანდარტულ
სიტუაციებში
ადეკვატური
მოქმედება,
სიფრთხილის
გამოჩენა უცნობ
ადამიანებთან, მათ
შორის,
ვირტუალურ
მეგობრებთან.
1-2 შეხვედრა
2
ქუჩაში მოძრაობის
წესები, გზა
სკოლიდან
სახლისაკენ,
საჭირო
ტრანსპორტი,
სიფრთხილის
გამოჩენა უცნობ
უფროსებთან.
2 შეხვედრა
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
თემები
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
ჩემი ზაფხული“,
რამდენად
გვიყვარს
დასვენება?
საყვარელი
საქმიანობა
ზაფხულის
განმავლობაში
შეძენილი ცოდნა და
უნარები.
1 შეხვედრა
2
გართობის
საშუალებები:
კომპიუტერული
თამაშები,
ინტერნეტი;
მათი დადებითი და
უარყოფითი
მხარეები.
1 შეხვედრა
3
საყვარელი ფილმის
გმირები,
ლიტერატურული
პერსონაჟები.
1 შეხვედრა
აღნიშნულ საკითხს
მოსწავლეები
გადიან
ქართული ენის,
უცხოური ენისა და
ხელოვნების
გაკვეთილზე
.
ამიტომ, მსგავს
საკითხებზე
საუბარი
შესაძლებელია
საგნის პედაგოგთან,
მოწვეულ
სტუმართან
ერთად. ასევე უნდა
დაიგეგმოს რაიმე
სახის ღონისძიება.
4
გამოჩენილი
პიროვნებები,
ხელოვნების
ქმნილებები,
სამეცნიერო
აღმოჩენები
2 შეხვედრა
აღნიშნულ
საკითხებს
მოსწავლეები
ეხებიან,
მაგალითად,
ქართული
ენის, სახვითი
ხელოვნების,
მუსიკის,
უცხოური ენის
გაკვეთილებზე,
მაგრამ
შესაძლებელია
დამრიგებელმა
დაგეგმოს
რაიმე ღონისძიება,
მაგ., თემატური
საღამო, კონცერტი,
შეხვედრა
გამოჩენილ
ადამიანებთან.
8.3. სადამრიგებლო საათის ნიმუშები
ადამიანისღირსეულიმოქალაქის დახასიათებაკულტურული ადამიანის აუცილებელი თვისებებიმისი ამოცნობა სხვადასხვასიტუაციაშისტუმრად ყოფნისასკაფეში და ..
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს და ეუბნება, რომ შინაგანი კულტურა არის თვისება, რომელიც ყოველთვის ფასობდა ადამიანებში.
შინაგანი კულტურა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანად იქცევა.
მასწავლებელი დაფაზე წერს ფრაზასკულტურული ადამიანი“. გვერდით კი ამაგრებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ადამიანის სხვადასხვა თვისებებია ჩამოთვლილი. მოსწავლეები რიგ-რიგობით გადიან დაფასთან, კითხულობენ ჩამოთვლილ თვისებებს და დაფაზე, ფრაზის ქვემოთ წერენ, თუ რას მიიჩნევენ კულტურული ადამიანის აუცილებელ თვისებად. მასწავლებელმა შესაძლებელია დაასაბუთებინოს მოსწავლეს არჩევანი. საბოლოოდ ვიღებთკულტურული ადამიანისპორტრეტს. მოსწავლეები და მასწავლებელი მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ მათ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სხვადასხვა სიტუაციას სხვადასხვა ადამიანის მონაწილეობით.
მოსწავლეებმა კი უნდა ამოიცნონ, თუ რომელია მათ შორის კულტურული ადამიანი.
1. დათუნას როცა არ მოსწონს თამაში რომელიმე თანაკლასელთან, მას ასე ეუბნება: „წადი აქედან, მე არ მინდა შენთან თამაში!“
2. გიორგი შესვენებაზე დერეფანში მირბოდა. ლია მასწავლებელს ხელში ძალიან ბევრი რვეული ეჭირა. უცებ რვეულები ხელიდან დაუცვივდა. გიორგიმ მიირბინა და ლია მასწავლებელს რვეულების აკრეფაში დაეხმარა.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელ მოსწავლეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კულტურული ადამიანია? როგორ ჯობდა, რომ მოქცეულიყო დათუნა?
თემა 6
ბავშვთა უფლებები
დამრიგებელი აცნობს მოსწავლეებს ადამიანთა უფლებებს:
ბავშვის უფლებათა კონვენცია
(გამარტივებული ვარიანტი მოსწავლეთათვის)
(ჩვენი უფლებები - ბავშვის უფლებათა კონვენცია და მისი სწავლების მეთოდები. 2001)
მუხლი 1. 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი ითვლება ბავშვად.
მუხლი 2. ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირი უფლებები აქვს.
მუხლი 6. ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება.
მუხლი 7. ყველა ბავშვს დაბადებისთანავე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მიღების უფლება.
მუხლი 9. ყველა ბავშვს აქვს ოჯახში აღზრდისა და ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება.
მუხლი 12. ყველა ბავშვს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი შეხედულება ყველა საკითხზე, რომელიც მას ეხება. მის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
მუხლი 13. ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, უფლება აქვთ, გამოთქვან საკუთარი აზრი ზეპირად, წერილობით, ნახატის ან სხვა სახით ისე, რომ არ შელახონ სხვათა ღირსება და არ დაარღვიონ სხვა ადამიანის უფლება.
მუხლი 16. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს მის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის, საცხოვრებლის ხელყოფისა და მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან.
მუხლი 17. ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად მიიღოს მისი განვითარებისათვის საჭირო ყოველნაირი ინფორმაცია და მასალები.
მუხლი 20. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც რაიმე მიზეზით მოწყვეტილნი არიან ოჯახს.
მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და დაეხმაროს ლტოლვილ ბავშვებს. მათ ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ყველა მათ თანატოლს.
მუხლი 23. ყველა უნარშეზღუდულ ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მისი ღირსების დაცვას, განუმტკიცებს მას საკუთარი ძალების რწმენას და გაუადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ.
მუხლი 24. ყველა ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი საკვებითა და სასმელი წყლით.
მუხლი 27. ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა. მშობლები და სახელმწიფო ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვები საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით.
მუხლი 28. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება.
მუხლი 30. ყველა ბავშვს აქვს უფლება, ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე.
მუხლი 31. ყველა ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება.
მუხლი 32. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ისეთი სამუშაოსაგან, რომელიც მავნებელია მისი ჯანმრთელობისათვის ან ხელს უშლის მის სწავლა-განათლებას.
მუხლი 34. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან.
მუხლი 38. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ომისაგან. დაუშვებელია ბავშვების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.
მუხლი 42. ყველა ბავშვსა და უფროსს აქვს უფლება იცოდეს, რა წერია ბავშვის უფლებათა კონვენციაში.
ბავშვის ვალდებულებები
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ გარდა უფლებებისა, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულებები.
ადამიანები არასდროს ვართ სრულიად მარტო. ჩვენ ყოველთვის გარკვეულ ჯგუფში ვართ გაერთიანებულნი, მაგ., ოჯახში, კლასში, სპორტულ სექციაში და სხვ.
სხვადასხვა ჯგუფში ჩვენადამიანებს სხვადასხვა ვალდებულებები გვაქვს:
1.      სახლში გვევალება საკუთარი ნივთების მოვლა ან უფროსების დახმარება სუფრის გაწყობაში;
2.      სკოლაში გვევალება დროულად მისვლა, სწავლა, სასკოლო ზეიმში მონაწილეობის მიღება;
3.      ფეხურთის თამაშისას გვევალება მეკარეობა (გუნდის წევრობა);
4.      ქუჩაში ვალდებულნი ვართ დავიცვათ წესები, გადავიდეთ მხოლოდ გადასასვლელზე ან ვისარგებლოთ მიწისქვეშა გადასასვლელით. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რადგან ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარი თავის და სხვა ადამიანების წინაშე.
უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობის შემდეგ დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს დაუსრულებელ წინადადებებს:
1.      მე სკოლაში უნდა. . .“
2.      სკოლაში მე მაქვს უფლება. . .“
3.      მე სახლში უნდა . . .“
4.      სახლში მე მაქვს უფლება. . .“
5.      მე ქუჩაში უნდა . . . „
6.      ქუჩაში მე მაქვს უფლება . . .“
დამრიგებელს შეუძლია უფლებებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით მოსწავლეებთან ერთად შექმნასკლასში ქცევის წესები.
გთავაზობთ ნიმუშს:
საკლასო წესები
უფლებები
ვალდებულებები
  • მე მაქვს სწავლის უფლება;
  • მე მაქვს უფლება, რომ თანატოლები და უფროსები პატივისცემით მომექცნენ;
  • მე მაქვს უფლება მქონდეს წიგნები და სასკოლო ნივთები;
  • მე მაქვს უფლება გამოვთქვა ჩემი აზრი.
  • მე ვალდებული ვარ ვისწავლო გაკვეთილები;
  • მე ვალდებული ვარ დროულად მოვიდე სკოლაში და არ დავიგვიანო გაკვეთილებზე;
  • მე ვალდებული ვარ მოვუსმინო მას, ვინც მესაუბრება;
  • მე ვალდებული ვარ გავუფრთხილდე ჩემს საკლასო ნივთებს.
ჩვენ არ გვაქვს უფლება
  • ჩვენ არ გვაქვს უფლება შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს;
  • ჩვენ არ გვაქვს უფლება ფიზიკური ზიანი მივაყენოთ ერთმანეთს;
  • ჩვენ არ გვაქვს უფლება დავაზიანოთ სასკოლო ნივთები.
და ვალდებულებებს. ესაუბრება მათ, რომ უფლებათა დარღვევა იწვევს კონფლიქტებს.
დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს სადისკუსიო თემებს:
·         შეუძლიათ თუ არა ბავშვებს აზრის გამოთქმა მაშინ, როდესაც ჯგუფის უმრავლესობა საწინააღმდეგო მოსაზრებას იზიარებს?
·         შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მოისმინონ განსხავებული მოსაზრება? (შეახსენებს, რომ ეს მათი ვალდებულებაა
·         რა უნდა მოიმოქმედონ ბავშვებმა იმისათვის, რომ კამათისას ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი (არ დაირღვეს აზრის გამოთქმის უფლება) და არ მოხდეს კონფლიქტი, უთანხმოება მათ შორის? (დამრიგებელი კვლავ უბრუნდება თავდაჯერებულ ქცევას). იხ. გვ. 39.
დამრიგებელს შეუძლია მოსწავლეებს დიდაქტიკური ზღაპარი შესთავაზოს.
გოლიათის ქომაგი
ჯუჯათა ქალაქი ჯუჯათა მთის ძირას იყო განლაგებულიქალაქი ძალიან მშვიდი და უშფოთველიცხოვრებით ცხოვრობდამაგრამ ერთ დღეს მათ ქალაქში ჩამობნელდათითქოს მზეს რაღაცგადაეფარაოეს თურმე გოლიათის ჩრდილი გახლდათრომელიც მშვიდად სეირნობდა ბუნებაშიისიმდენად დიდი იყორომ მისმა ჩრდილმა მთლიანად დაფარა ჯუჯათა ქალაქიჯუჯები ჩრდილისგანთავის დაღწევას შეეცადნენხან აქეთ ეცნენხან - იქითმაგრამ ვერაფრით დააღწიეს თავი.
გოლიათი დაღლილი ჩანდამაგრამ მაინც სიამოვნებით ათვალიერებდა პატარა ბორცვებიან გარემოს,ბოლოს კი ვაკე ადგილი იპოვაწამოწვა და ტკბილად დაიძინა.
ეს აღმაშფოთებელია! - დაიყვირა ჯუჯების ბელადმათუ ის აქ სეირნობას გააგრძელებსყვავილებსდაგვიზიანებს!
თანაც არემარე დაგვიჩრდილა!
აღმაშფოთებელია! - დაიყვირეს სხვა ჯუჯებმაც. - სასწრაფოდ უნდა გავაძევოთ აქედან!
ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე დაბალი ჯუჯა ამ ამბავს გვერდიდან აკვირდებოდა დაფიქრობდა: „იქნებ სულაც არ არის ბოროტი ეს გოლიათითან ისე ღრმად ჩაეძინარომ ძალიანდაღლილი უნდა იყოსრომ გამოიღვიძებსიქნებ მასთან დამეგობრებაც ვცადოთრა საინტერესოიქნებაყველაზე პატარების ყველაზე დიდი მეგობარი“.
შეჩერდით! - მხნეობა მოიკრიბა და დაიყვირა ყველაზე ახალგაზრდა ჯუჯამ. - განა ეს გოლიათიისეთივე ცოცხალი არსება არ არისროგორებიც ჩვენსიმაღლის გარდა ჩვენგან რამით განსხვავდება?ნუთუ მას არა აქვს უფლებადაისვენოს ჩვენს ქალაქთან ახლოს?
არაფრის უფლება არა აქვს! - კამათში ჩაერთო ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ჯუჯატერიტორიაცჩვენიაყვავილებიცა და მთებიცარ გვინდა აქ ისეირნოს ამ არსებამშენ კი ვინ გეკითხებაპაწაწუნაჯუჯავგვაცალე უფროსებს მსჯელობა!
ახალგაზრდა ჯუჯას ძალიან ეტკინა გულითან გაბრაზდა და ის-ის იყოუნდა შებმოდა მყვირალა ჯუჯას,რომ ამ დროს თვალწინ დაუდგა დაღლილი გოლიათის გაძევებარომელსაც არაფერი დაუშავებია დაძალიან შეეცოდა.
არ გააგდოთცოდოაისიც ხომ ცოცხალი არსებაა! - წამოიყვირა მან.
ჯუჯები ამ სიტყვებმა ცოტა ხნით გააჩერა.
კი მაგრამ ყვავილები რომ გაგვითელოს? - გამოთქვა მოსაზრება ერთ-ერთმა ბრაზიანმა ჯუჯამ. - ანრა ვიცითრას უნდა ველოდოთ მისგანვერ ხედავრომ ჩვენგან განსხვავებულია?!
განსხვავებულიამაგრამ შეატყვეთ მასრომ ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდაუბრალოდ ძალიანდიდია და გრძელი ჩრდილიც ამიტომ აქვსუბრალოდ ასეთი არსება ჩვენ არასდროს გვინახავსიქნებჯერ გავიცნოთ და ვნახოთვინ არის სინამდვილეში.
მართალია ახალგაზრდა ჯუჯა. - ჩაება საუბარში ყველაზე მხცოვანითეთრწვერა ჯუჯა.
გოლიათი მართლაც ისეთივეაროგორიც ჩვენრატომ არ უნდა გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ?!
ჩვენ ხომ ვმეგობრობთ კურდღლებთანჩიტებთანისინიც ხომ ჩვენგან განსხვავებულები არიან?!
ძმებო! - მიმართა მხცოვანმა ჯუჯამ დანარჩენ ჯუჯებს, - ვინ ფიქრობსრომ გოლიათი არ უნდაგავაგდოთ და როგორც სტუმარიისე მივიღოთ?
მემე! - გაისმა სხვადასხვა მხრიდან ჯუჯათა შეძახილები.
საბოლოოდ აღმოჩნდარომ ჯუჯათა უმრავლესობა სტუმრის სათანადოდ მიღების მომხრე იყოამიტომ,ჯუჯებმა მიიღეს გადაწყვეტილებაარ გაეძევებინათ გოლიათი და იქით გაემართნენსადაცუშფოთველად ეძინა დაღლილ სტუმარს.
შეკითხვები:
  1. რატომ არ მოეწონათ ჯუჯებს გოლიათი? რატომ უნდოდათ მისი გაძევება?
  1. ვინ გამოთქვა სხვებისგან განსხვავებული მოსაზრება?
  1. რა იყო ახალგაზრდა ჯუჯას მოსაზრება?
  1. როგორ ფიქრობთ, რთულია სხვებისგან განსხვავებული აზრის გამოთქმა?
  1. ვის ქცევას შეეძლო გამოეწვია კონფლიქტი ჯუჯებს შორის? რატომ?
  1. რომელი უფლება შელახა მყვირალა ჯუჯამ?
მოგეწონათ ეს ამბავი?
თემა 10
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა
დამრიგებელი დაფაზე წერს სიტყვასთანამშრომლობადა სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე წერს მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საბოლოოდ დამრიგებელი და მოსწავლეები თანხმდებიან, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.
მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
დამრიგებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:
·         ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;
·         მოლაპარაკების უნარი;
·         საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.
შემდეგ დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?
თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ ის მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას სთავაზობს.
აქტივობა 1. „ხელთათმანები
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას აძლევს: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:
მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ
დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.
დავალების შესრულების შემდეგ დამრიგებელი კედელზე აკრავს მოსწავლეთა ნამუშევრებს.
შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.
·         დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ როგორ მიიღეს მათ ასეთი კარგი შედეგი. რა ეტაპები გაიარეს მუშაობის დროს?
·         როგორ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება? რა ხერხს მიმართეს - დარწმუნების, ძალდატანების თუ მოლაპარაკების?
·         აკონტროლებდნენ თუ არა დავალების შესრულების პროცესს?
·         ჰქონდათ თუ არა რეაქცია, როცა პარტნიორმა თავდაპირველ ჩანაფიქრს გადაუხვია?
·         შეაფასეს თუ არა საკუთარი და პარტნიორის მოქმედება?
·         ეხმარებოდნენ თუ არა ერთმანეთს?
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
თემა 2
საყვარელი ფილმის გმირებილიტერატურული პერსონაჟები
აქტივობა 1.
დამრიგებელი ან რომელიმე საგნის პედაგოგი (ქართული ან უცხოური ენის) მოსწავლეებს არდადეგებზე აძლევენ დავალებას, რომ მათ წაიკითხონ მხატვრული ლიტერატურა. არდადეგებიდან დაბრუნებულებს კი შემდეგ აქტივობას სთავაზობენ: მოსწავლეებმა უნდა დახატონ საყვარელი ლიტერატურული გმირი და წარუდგინონ კლასელებს. კლასელებმა უნდა გამოიცნონ, თუ რომელი ნაწარმოების გმირია ეს. შესაძლოა მათ ასევე დაახასიათონ რომელიმე პერსონაჟი პიროვნული თვისებების მიხედვით, მაგალითად: „ბიჭუნა ძალიან მოუსვენარი და უშიშარი გახლდათ. სწავლას დიდად ვერ უდებდა გულს“. კლასელებმა კი უნდა გამოიცნონ, თუ რომელ პერსონაჟზეა საუბარი.
აქტივობა 2.
დამრიგებელი კლასს ყოფს ჯგუფებად, რომლებიც სამი ან ოთხი მოსწავლისგან შედგება. ჯგუფებს მოსაფიქრებლად ეძლევათ 3-3 წუთი. მათ უნდა მოილაპარაკონ, თუ რომელი ნაწარმოებიდან ან ფილმიდან გაითამაშებენ სცენას, რომელიც დანარჩენმა ბავშვებმა უნდა გამოიცნონ.
თავი 9 ტერმინთა განმარტება

ალტრუიზმი - პიროვნების ღირებულებათა სისტემა, როდესაც ცენტრალური მოტივი სხვა ადამიანზე ან სოციალურ ჯგუფზე ზრუნვაა.
აღზრდა - პიროვნების მიზანდასახული, სისტემატიური ფორმირების პროცესი. აღზრდის ძირითადი მეთოდები: დარწმუნება, მაგალითი, სავარჯიშო, შეჯიბრი, წახალისება, კრიტიკა, თვითკრიტიკა და სხვა.
განვითარება - ბიოლოგიური თავისებურებისა და გარემოს ზეგავლენით დროთა განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები ფიზიკურ, ფსიქიკურ და ქცევით სფეროში.
დიდაქტიკა - პედაგოგიკის ნაწილი, რომელშიც მუშავდება განათლების, სწავლებისა და აღზრდის თეორია. დიდაქტიკის კვლევის ნაწილს წარმოადგენს სწავლების პროცესის მიზანი, შინაარსი, კანონზომიერებანი და პრინციპები.
დიდაქტიკური ზღაპარი - სასწავლო ხასიათის ზღაპარი, რომლის ფუნქცია არის გარკვეული ცოდნის გადაცემა. შესასწავლი ღირებულებები და პრინციპები აბსტრაქტული სიმბოლოების სახითაა გადმოცემული.
დიდაქტიკური თამაში - სწავლების მეთოდი, რომელიც სასწავლო თამაშის სახითაა ორგანიზებული. სწავლება ხდება აქტიურად, თამაშით. ხდება შესასწავლი პრინციპების, მოვლენების, სისტემების მოდელირება/იმიტაცია.
ეტიკეტი - ადამიანის საზოგადოებაში ქცევის ნორმები და წესები. არსებობს სხვადასხვა სახის ეტიკეტი: სიტუაციური, პროფესიული, საქმიანი.
თვითაქტუალიზაცია - ადამიანის უნიკალური პოტენციალის სრული რეალიზაცია.
თვითშეფასება - ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომელიც პოზიტიურიდან (მაღალი თვითშეფასება) მერყეობს ნეგატიურ თვითშეფასებამდე (დაბალი თვითშეფასება).
კომუნიკაცია - ინფორმაციის გადაცემა ადამიანების ურთიერთქმედების პროცესში საკუთარი მოთხოვნილებების, მოსაზრებებისა და გრძნობების შესახებ.
კონფლიქტი - მხარეთა ურთიერთქმედების პროცესში აღმოცენებული წინააღმდეგობების გადაწყვეტის უმწვავესი გზა. წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ადამიანებს შორის ან საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის.
მოთხოვნილება - ფსიქიკური მოვლენა, სიცოცხლის უზრუნველყოფისა და განვითარების აუცილებელი პირობების მიღებისაკენ პიროვნების სწრაფვის ასახვა, რომელიც რაიმეს დეფიციტით არის გამოწვეული.
მორალი - ეთიკის, ღირებულებების, წესების დაცვის საკითხები და პიროვნებისთვის დამახასიათებელი სიტუაციის აღქმა. პიროვნების მიერ გავლებული ზღვარი მისაღებ და მიუღებელ ქცევას შორის. მორალი ხშირად ასოცირდება სინდისთან.
მოტივები - ფსიქიკური მოვლენა ამა თუ იმ მოქმედების, ქცევის შესრულების აღსაძვრელად.
ნებელობა - ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქიკისა და საქციელის ცნობიერი მართვა. ვლინდება ცნობიერად დასახული მიზნისკენ სწრაფვისას წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში.
პიროვნება - ინდივიდისთვის დამახასიათებელი ნიშანთა ერთობლიობა, რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას.
პიროვნული განვითარება - განვითარების ერთ-ერთი სფერო, მიმართული მდგრადი და ხანგძლივი პიროვნული თვისებების შეძენისა და საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებისაკენ.
პუბერტატი - სქესობრივი მომწიფება მოზარდობის ასაკში.
რეფლექსია - ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება.
საზოგადოება - ურთიერთდაკავშირებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი.
სტეტოსკოპი (ფონენდოსკოპი) - შინაგან ორგანოებში მიმდინარე ხმაურების მოსასმენი ხელსაწყო.
ტოლერანტობა - ნება/განწყობა, იყო სამართლიანი, მომთმენი სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესების, ღირებულებებისა და მოსაზრებების მიმართ, მიიღო განსხვავებული ადამიანი, პატივი სცე მის ინდივიდუალურობას.
ღირებულებები - ცალკეული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის სასურველი, მართებული, კარგი ან ცუდი, რაც ყალიბდება იმ სპეციფიკური კულტურის ზეგავლენით, რომელშიც ისინი არსებობენ.
ჩვევა - პიროვნების უნარი კარგად შეასრულოს მიზანდასახული მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად ფოკუსირების გარეშე, მაგრამ ცნობიერების კონტროლის ქვეშ. განასხვავებენ შემდეგი სახის ჩვევებს: გონებრივი (აზროვნება, მეხსიერება), სენსორული (აღქმის უნარები), მოძრაობითი (ფსიქომოტორული) და ნებელობითი. ჩვევები ყალიბდება ათვისებული ცოდნის საფუძველზე, შესრულების პროცესში.





No comments:

Post a Comment