დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეში ფიგურაა. დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას, უვითარებდეს მათ ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:
· აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
· შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამიტომ, დამრიგებლის ფუნქციაა მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნა;
· მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოცემული პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისა და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზით. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
· თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობითი ურთიერთობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის პრინციპს. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ. დამრიგებლის საუბარი მოსწავლესთან შემდეგი პრინციპით უნდა მიმდინარეობდეს: „გინდა მოიპოვო აღიარება თანატოლებში? მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მიღწევა ან რა გიშლის ხელს მიზნისკენ სწრაფვაში“.
· ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
რეკომენდაციები სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებისთვის
დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებები და სწორედ აქედან გამომდინარე გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. შეხვედრებს სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ყველაზე მცირე კვირაში ერთხელ. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ., ბიბლიოთეკებთან) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო საათის თემები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა
სადამრიგებლო საათის სპეციფიკა I-IV კლასებში
საგნის მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარს, ჯანსაღ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. შეხვედრებზე ხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლის თუ ურთიერთობისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. ასევე, დამრიგებელი ასწავლის მოსწავლეებს ამგვარ შეხვედრებზე მოქცევის წესებს, რომ არ შეიძლება შეხვედრებზე ვინმეს განსჯა, რომ საუბრისას განიხილება ჩადენილი საქციელი, შემთხვევა და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარ შეხვედრებზე ქცევის წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს. სადამრიგებლო საათზე მოსწავლეებს შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები,ახსნან მოქმედებები, აღიარონ შეცდომები ისე, რომ არ განაწყენდნენ. მასწავლებელი, რომელიც პოზიტიურად იყენებს სადამრიგებლო შეხვედრებს, მჭიდროდ თანამშრომლობს თავის მოსწავლეებთან და იმსახურებს მათ ნდობას. ეს კი საშუალებას აძლევს მას, კარგად იცნობდეს თავის მოსწავლეებს, გაითვალისწინოს მათი ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებანი.
პირველკლასელებთან შეხვდრა (35-40 წუთი) მრავალფეროვანი დავალებებით, სადისკუსიო თემებით და თამაშებით უნდა იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება უპრიანია კვირის ბოლოს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. დავალებების შერჩევისას გასათვალისწინებელია ჯგუფის სიდიდე. მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შემდგარი შეხვედრა კი სასურველია 10-15 წუთი გაგრძელდეს (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი სადამრიგებლო საათის პროგრამა I - IV კლასების მოსწავლეთათვის ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ).
სადამრიგებლო საათის ბოლოს, სასურველია, მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების ყველაზე კარგი ფორმაა წრეში ჯდომა, რადგან მერხი გარკვეული ბარიერია ღია კომუნიკაციისათვის. წრე იქმნება სკამების დახმარებით. წრეში დისკუსია ბევრად უფრო შედეგიანია. შეხვედრის ასეთი ფორმით ორგანიზების დროს ადვილია ყველა მონაწილის დანახვა და მათი ჩართულობის ხარისხის დაფიქსირება. შესაძლოა, სადამრიგებლო საათი შედგეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას.
მესამეკლასელს ნათლად ჩამოყალიბებული მოსწავლის სახე
აქვს. მან უკვე საკმაოდ კარგად იცის, რა ევალება მას, როგორც მოსწავლეს. ის თანდათან
ნაკლებად უშუალო და იმპულსური ხდება. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მესამეკლასელ მოსწავლეს
უკვე შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშით ხელმძღვანელობა. ვითარდება
ნებელობა. მოსწავლეს უკეთ შეუძლია, გამიჯნოს ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა.
იცვლება მისი ურთიერთობის სტილი უფროსებთან. მასწავლებელი
მოსწავლის ცნობიერებაში თანდათან კარგავს იდეალური პიროვნების ,,ხატს“.
მოსწავლეები სულ უფრო რეალისტურად იწყებენ ადამიანთა
შეფასებას. შესაძლოა, ვინმეს მიმართ წყენაც კი აუჩნდეთ ამაზე ღიად ისაუბრონ. ასეთივე
ცვლილებები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობაში. მაგრამ მესამეკლასელის ეგოცენტრიზმი თანდათან
დაიძლევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმის ახსნა, რომ საჭიროა, ადამიანები
მივიღოთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ადამიანები ზოგჯერ იღლებიან და
ცუდ ხასიათზეც არიან.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია თანატოლებთან ურთიერთობის
სფეროშიც. მეგობრებთან ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინა ორი წლის
განმავლობაში. პოპულარობა უკვე ნაკლებად დამოკიდებული ხდება მასწავლებელთა შეფასებასა
და სასწავლომ წარმატებებზე. თვიღშეფასება მეტად დამოკიდებული ხდება თანატოლებთან ურთიერთობაზე.
მესამეკლასელები უფრო ყურადღებიანნი ხდებიან თანაკლასელთა მიმართ. შეუძლიათ მოლაპარაკება,
ერთად თამაშისა და მუშაობისას ინსტრუქციების მიცემა და ერთმანეთის გაკონტროლება.
სადამრიგებლო საათის
თემები
მიმართულება-პიროვნული
და მორალური განვითარება
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
რას ნიშნავს,
იყო მესამეკლასელი? ზაფხულის შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები, მესამეკლასელის
ინტერესები, ჰობი. რომელი გაკვეთილი მოენატრათ ყველაზე ძალიან? რა მოლოდინები აქვთ
ახალ სასწავლო წელს?
|
1-2
|
|
2
|
ოცნებები-რატომ
ოცნებობენ ადამიანები? რაზე ოცნებობენ მესამეკლასელები? მშობლები? მასწავლებლები?
ვინ გვეხმარება ოცნებების შესრულებაში? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავისრულოთ
ოცნებები?
|
2
|
|
3
|
ფანტაზია-რაში
ეხმარება ადამიანებს ფანტაზია? მესამეკლასელებს? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და
ტყუილი: განსხვავება მათ შორის; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების
მნიშვნელობა. შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა.
|
1-2
|
თემაზე საუბარი
შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად
|
4
|
მესამეკლასელის
პასუხისმგებლობა; ვალდებულებები სწავლაში, სახლში, მეგობრებთან ურთიერთობაში.
|
2
|
აღნიშნულ თემას
დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
|
5
|
მესამეკლასელის
უფლებები
|
2
|
|
6
|
რა გვეხმარება
და რა გვიშლის ხელს ვალდებულებების შესრულებაში? რას ნიშნავს სიზარმაზე? როდის ჩნდება
სიზარმაცე? სიზარმაცის დაძლევა.
|
1
|
|
7
|
ურთიერთობები
უფროსებთან: მშობლებთან, თანაკლასელებთან, პატარა და-ძმებთან. მათ შორის განსხვავება;
ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები.
|
2
|
აღნიშნულ თემას
დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
|
8
|
თვისებები,
რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მშობელს, მოსწავლეს.
|
1-2
|
|
9
|
ისევ სირთულეები
ურთიერთობის სფეროში. როგორ შეგვიძლია მათი დაძლევა?
|
2-3
|
|
10
|
ჯადოსნური სიტყვები:
გმადლობთ, ბოდიში; მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა (სკოლაში,
სტუმრად ყოფნისას, ტელეფონზე საუბრისას).
|
2-3
|
|
11
|
პატიების უნარის
მნიშვნელობა ურთიერთობებში.
|
2
|
|
12
|
შექება და კომპლიმენტები.
როგორ ვიყენებთ მათ.
|
1
|
|
13
|
,,მეგობრობის
კოდექსი“, მეგობრობის უნარი, ,,მეგობრობის უნარის განვითარება“.
|
2
|
|
14
|
სირთულეების
დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ,
გავრიყოთ.
|
2
|
|
15
|
კამათი და ჩხუბი;
როდის ვკამათობთ? განსხვავება კამათსა და ჩხუბს შორის; კამათის კულტურა; საკუთარი
უფლებების დაცვა; ,,არას“ თქმის უნარის განვითარება.
|
2
|
|
16
|
თანამშრომლობის
მნიშვნელობა; მეგობრობის გაგება, მოსმენა; მოლაპარაკება
|
2-3
|
მიმართულება-გარემოსდაცვითი
კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი
წესი
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
ჯანსაღი ცხოვრების
წესი-სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა, ეპიდემიის, ჭრილობებისა და ტრავმებისაგან თავის
დაცვა.
|
2
|
|
2
|
დღის რეჟიმი,
ფიზიკური კულტურა და სპორტი
|
1
|
მიმართულება-უსაფრთხოება
და მოქალაქეობრივ-პატრიოტული
ცნობიერება
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
საგზაო უსაფრთხოება
|
1
|
|
2
|
ჩვენი ქალაქი,
სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო, ღირშესანიშნაობანი და ისტორიული ძეგლები, მათი მნიშვნელობა,
მოფრთხილების აუცილებლობა, ხალხური მუსიკა, ქალაქსა თუ სოფელში არსებული საგანმანათლებლო
დაწესებულებები, დღესასწაულები, მათი აღნიშვნის ტრადიციები, სახელმწიფო სიმბოლიკა.
|
2
|
მიმართულება-თვალსაწიერის
გაფართოება
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
წაკითხული წიგნები,
კონცერტები, გამოფენები სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც დაესწრნენ
|
1-2
|
სასურველია,
დამრიგებელმა წინასწარ მისცეს მოსწავლეებს ლიტერატურის ნუსხა, რომელიც მათ ზაფხულის
განმავლობაში უნდა წაიკითხონ და შემდეგ ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რომელი წიგნი მოეწონათ
და რომელი- არა
|
სადამრიგებლო საათების
ნიმუშები
მიმართულება- პიროვნული
და მორალური განვითარება
ფანტაზია-რაში ეხმარება
ადამიანებს ფანტაზია? მესამეკლასელებს? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და ტყუილი: განსხვავება
მათ შორის; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები,
როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა
დამრიგებელი წერს დაფაზე სიტყვებს: ,,სიმართლე“ და
,,ტყუილი“ და სთხოვს მოსწავლეებს, განმარტება მოუძებნონ აღნიშნულ სიტყვებს, შემდეგ
იხსენებენ, როდის იტყუებიან ადამიანები. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. რა შეიძლება,
მოჰყვეს ტყუილს? დამრიგებელი აჯამებს, რომ პატარა ტყუილი იწვევს დიდ უნდობლობას.
შემდეგ წერს სიტყვას ,,ფანტაზია“ და სვამს კითხვას:
ფანტაზია მნიშვნელობით ტყუილთან უფრო ახლოსაა თუ სიმართლესთან?რა განსხვავებაა მათ
შორის?
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ ფანტაზია მიმართულია
ხოლმე ადამიანების გართობისა და განტვირთვისკენ. ფანტაზიის გამოყენებით მწერლები, მეზღაპრეები
ქმნიან ძალიან საინტერესო ნაწარმოებებს.
დამრიგებელი მოსწავლეებს უყვება დიდაქტიკურ ზღაპარს.
მატყუარა ბიჭი მიტო
ერთ სოფელში ბიჭუნა ცხოვრობდა, სახელად მიტო. მიტო ძალიან
თბილ და მეგობრულ ოჯახში იზრდებოდა.
მიტო ძალიან მხიარული და კეთილი ბიჭუნა იყო, მაგრამ
ძალიან უყვარდა ტყუილების თქმა. ის ატყუებდა ყველას: მეგობრებს, მშობლებს, მეზობლებს.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასეთი რამ არ შეემთხვა:
გაზაფხულის ერთ თბილ დილას, როდესაც ჩიტები ძალიან ადრე
იწყებენ ჭიკჭიკს, მიტოს ადრე გაეღვიძა. დედისგან აიღო ნებართვა,რომ ეზოში ეთამაშა.
დედიკომ მიტოს სთხოვა, რომ ჭიშკრის იქით არ გასულიყო.
მიტო ეზოში ისე გაერთო,
რომ დედის თხოვნა სულ დაავიწყდა. ძალიან მოუნდა გასეირნება. ჭიშკარი გააღო და ტყის
გზას დაადგა. ტყე ძალიან ლამაზი იყო გვიან გაზაფხულზე. უამრავი ყვავილი ერთად ყვაოდა.
ყვავილებს შორის, ფოთლებს შიგნით, პატარა მარწყები მოჩანდა. მარწყვის შეგროვებაში მიტო
ისე გაერთო, რომ შეუმჩნევლად უღრან ტყეში აღმოჩნდა. ამ დროს მეტყევის ქოხი შენიშნა,
ძალიან გაუხარდა. ქოხის კიბეზე პატარა ბიჭუნა იჯდა. მიტომ ბიჭუნას სოფლისაკენ მიმავალი
გზა ჰკითხა. ბიჭუნამ დიდი ხალისით უჩვენა გზა. მიტო გზას დაადგა, მაგრამ ტყე უფრო თანდათან
უფრო დაბურული და ბნელი ხდებოდა. ნუთუ ბიჭუნამ მომატყუა? ფიქრობდა შეშინებული მიტო
და არ იცოდა, რომ მეტყევეს ბიჭუნა მასავით მატყუარა იყო.
ამ დროს ცა მოიქუფრა,
ატყდა ჭექა-ქუხილი. წვიმაც დაიწყო. შეშინებული მიტო წვიმაში მიიკვლევდა გზას. ბოლოს
ისე დაიღალა, რომ დიდი მუხის ძირას ჩაეძინა.
ამ დროს მიტოს სოფელში
ნამდვილი აურზაური იყო ამტყდარი. წვიმის მიუხედავად მთელი სოფელი სანათებით მიიკვლევდა
გზას და მიტოს ეძებდა.
ამ დროს ერთმა სოფლელმა
კაცმა მიტოს ქუდი იპოვა. იმედი მიეცათ სოფლელებს და მალე იპოვეს კიდეც გალუმპული მიტო.
გახარებული დედა მიტოს
გულში იხუტებდა და იმეორებდა, რატომ მომატყუე დედიკო, რატომ გახვედი ეზოდანო.
იმ საღამოსვე მიტოს მაღალი
სიცხე მისცა. ორ დღეში გამოჯანმრთელდა, როგორც სიცხისგან, ასევე ტყუილების თქმის მავნე
ჩვევისგან.
შეკითხვები:
1.
რით
ჰგვანან ერთმანეთს მიტო და მეტყევის ბიჭუნა?
2.
რა
შეიძლება, მოსვლოდა მიტოს ბიჭუნას ტყუილის გამო?
3.
როგორ
ფიქრობთ, კიდევ იტყვის ტყუილს მიტო?
თემა-,,მეგობრობის
კოდექსი“, მეგობრობის უნარი, ,,მეგობრობის უნარის განვითარება“;
სირთულეების დაძლევა
მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ, გავრიყოთ
აქტივობა 1
მიზანი: ნამდვილი მეგობრობის თვისებებში გარკვევა.
დამრიგებელი დაფაზე წერს ფრაზას: ,,ნამდვილი მეგობარი“,
გვერდით კი პატარა ფურცლებს ამაგრებს, რომლებზეც სხვადასხვა თვისებაა ჩამოთვლილი. მოსწავლეები
რიგ-რიგობით გადიან დაფასთან, კითხულობენ ჩამოთვლილ თვისებებს და დაფაზე წერენ, თუ
რას მიიჩნევენ ნამდვილი მეგობრის აუცილებელ თვისებად. შესაძლოა, დამრიგებელმა დაასაბუთებინოს
არჩევანი. საბოლოოდ გამოდის ნამდვილი ,,მეგობრის პორტრეტი“. მოსწავლეები და მასწავლებელი
მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ მათ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
1.
შესაძლოა,
დამრიგებელმა დაასრულებინოს მოსწავლეებს წინადადებები: ნამდვილი მეგობარი არის ის,
ვინც...
2.
მეგობრები
ყოველთვის...
3.
მიყვარს
თამაში ისეთ ბავშვებთან, რომლებიც...
ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენება.
ტყის ალქაჯი მატილდა
ერთ უღრან ტყეში ალქაჯების ოჯახი ცხოვრობდა: ბებია ალქაჯი, დედა ალქაჯი და მათი პატარაგოგონა მატილდა. ალქაჯები, ძირითადად, ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი. ერთ დღეს ალქაჯებმაგადაწყვიტეს მატილდა ქალაქის სკოლაში შეეყვანათ. რა იცი, ქალაქში მიღებული ცოდნა რაშიგამოადგებაო. ამისათვის უღრანი ტყიდან ქალაქში გადავიდნენ და ლამაზი პარკის გვერდითდასახლდნენ. სკოლა, რომელშიც მატილდა შეიყვანეს ჩვეულებრივი სკოლა იყო და იქ ჩვეულებრივიბავშვები სწავლობდნენ.
უმძიმესი აღმოჩნდა მატილდასთვის სკოლაში მისვლის პირველი დღე. როგორც კი კლასში შევიდა,კლასელებმა სიცილი ატეხეს.- ფოთლებისგან შეკერილი კაბა აცვია!
- თმა ცხოვრებაში არ დაუვარცხნია!
- ფეხშიშველაა და მხარზე ყვავი აზის! - ხითხითებდნენ ბავშვები.
იმ დღეს როგორღაც გაძლო მატილდამ და როგორც კი დასრულდა გაკვეთილები, აცრემლებულისახლში გავარდა.
ჩაეხუტა დედას და აქვითინდა. თქვენ ხომ მეუბნებოდით ლამაზი და ჭკვიანი ხარო, კლასელებმა კიდამცინეს და საფრთხობელა მიწოდეს.
რა გატირებს? - გაიკვირვეს უფროსმა ალქაჯებმა. - შენ ხომ ჯადოქარი ხარ და შეგიძლია სათანადოდგადაუხადო სამაგიერო შენი დაცინვის მოყვარულ თანაკლასელებს?
მეორე დღიდან მატილდას თანაკლასელებს ნამდვილი უბედურება დაატყდათ თავს.
ბიჭებს შარვლები 20 სანტიმეტრით დაუმოკლდათ, გოგონებს ყველა თმის სამაგრი და სავარცხელიდაემტვრათ, ზოგჯერ კი ზურგჩანთებიდან ბაყაყები უხტებოდნენ. კლასელები კარგად ხვდებოდნენ,თუ ვინ იყო ამ უცნაური ამბების ორგანიზატორი, კიდევ უფრო დასცინოდნენ მატილდას და არემეგობრებოდნენ.
როგორც კი გაზაფხული მოვიდა, მატილდას კლასს ქალაქგარეთ ექსკურსია დაუნიშნეს.
მატილდას სულაც არ უნდოდა თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა, მაგრამ ტყე ძალიანმოენატრა და მხოლოდ ამის გამო დათანხმდა. ავტობუსიდან ჩავიდნენ თუ არა, ბავშვები მაშინვემინდორს შეეფინნენ. მატილდას ძალიან მოენატრა მცენარეები.
ჩაიმუხლა და მცენარეებს დაუწყო მოფერება. - ესენი ძალიან სასარგებლო მცენარეები არიან. ესმრავალძარღვაა, ეს გვირილა. - ცდილობდა აეხსნა თანაკლასელებისთვის მათი სარგებელი.თანაკლასელები მატილდას ამგვარმა ქცევამ კვლავ ძალიან გაამხიარულა. ამ დროს ერთმა ონავარმაბიჭუნამ დაინახა ბუჩქი წითელი ნაყოფით და მისი მოწყვეტა გადაწყვიტა. - შეჩერდი! - დაუძახამატილდამ, - შხამიანია! ბიჭუნამ მაშინვე დაიხია უკან და თან გულში გაიფიქრა, ოჰო, ჩვენი ალქაჯიგაკეთილშობილდაო. ბავშვები მდინარისკენ გაეშურნენ. მატილდაზე მეტს პატარა გოგონა, ფეფოხალისობდა.
მდინარესთან ფეფომ პატარა ტოტი შენიშნა და მისი ხელში აღება გადაწყვიტა.
სამწუხაროდ, ეს ტოტი კი არა, გველი აღმოჩნდა, რომელმაც გოგონას უკბინა. მატილდამ სასწაფოდმოწყვიტა ბალახი და გოგონას ნაკბენზე დაადო. ამ ბალახს მხოლოდ ერთი საათით შეუძლია შხამისშეჩერება, დაუყონებლივ სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახოთო. მართლაც გამოიძახეს. სასწრაფონახევარ საათში მოვიდა და გოგონა საავადმყოფოსკენ გააქანა. გაკვირვებულმა ექიმებმა ერთხმადაღნიშნეს: პირველად ვხედავთ, რომ შხამმა ამდენ ხანს არ იმოქმედაო. ეტყობა, სასწაული მოხდაო.მატილდას კლასელებმა კი კარგად იცოდნენ, რომ ეს სასწაული მატილდა იყო.
ამ შემთვევის შემდეგ ბავშვები დაუმეგობრდნენ მატილდას. მატილდაც მიხვდა, რომ სამაგიეროსგადახდას ყოველთვის ჯობია სიკეთის გაკეთება და რომ კეთილი საქმეებით უკეთ შეიძლებაყურადღების და პატივისცემის მოპოვება.
იგივე აღიარეს დედა და ბებია ალქაჯებმაც.
მათ იმაზეც დაიწყეს ზრუნვა, რომ მატილდა სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული წასულიყო.ფეფომ მას ლამაზი თმის სამაგრი აჩუქა და მას შემდეგ მატილდას ყოველთვის კოხტა ვარცხნილობაჰქონდა.
ალქაჯების სახლში სტუმრებმა დაიწყეს სიარული.
შეკითხვები
1. რატომ დასცინეს მატილდას კლასელებმა?
2. მოგეწონათ მატილდას კლასელების საქციელი?
3. თქვენი აზრით, რატომ მოიქცნენ ასე?
4. რა ხერხს მიმართა მატილდამ?
5. რის შემდეგ დაუმეგობრდნენ ბავშვები მატილდას?
6. რას მიხვდნენ ქალბატონი ალქაჯები?
7. თუ იქცევიან ხოლმე ბავშვები მატილდას თანაკლასელებივით?
თემა_სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება, ვინმეს დავცინოთ, გავრიყოთ
დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს დასასრულებლად წინადადებას „მე შემიძლია...“
მოსწავლეები ასრულებენ წინადადებას, მაგ., „მე შემიძლია კითხვა, ხატვა...“ მასწავლებელი სთავაზობს სადისკუსიო თემებს:
· ყველას შეგვიძლია მეგობრობა?
· შესაძლებელია მეგობრობის უნარის განვითარება?
· როგორ ვიქცევით, როდესაც ზოგჯერ გულს ვტკენთ მეგობარს?
· შეგვიძლია ბოდიშის მოხდა? პატიება?
დამრიგებელი მოსწავლეებს ესაუბრება პატარა ბიჭუნაზე, მათ თანატოლზე, რომელმაც ერთ დღეს დედიკოს გამოუცხადა, რომ აღარასდროს წავა თავის სკოლაში, ვინაიდან ის იქ არავის უყვარს.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ბავშვების მოსაზრებებს დაფაზე წერს და თხრობას აგრძელებს:
,,დედას ეს ამბავი ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი შვილი ძალიან კარგად სწავლობდა. მასწავლებელი მისით ყოველთვის კმაყოფილი იყო. ნუთუ შესაძლებელია სკოლაში მოსწავლეს მხოლოდ იმ მიზეზით არ უნდოდეს წასვლა, რომ მეგობრებთან უთანხმოება მოუვიდა?”
დამრიგებელი წამოჭრის სადისკუსიო საკითხებს: კარგი განწყობისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია მესამეკლასელთათვის: სწავლაში წარმატებები თუ მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება? დამრიგებელი აჯამებს, რომ ორივე მნიშვნელოვანია და სთხოვსმოსწავლეებს, მოიფიქრონ რჩევები პატარა ბიჭუნასთვის.
შესაძლებელია დამრიგებელმა აქაც გამოიყენოს დიდაქტიკური ზღაპარი.
პატარა კურდღელი
პატარა კურდღელი დილის 7 საათზე მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა. სასწრაფოდ წამოხტალოგინიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მისთვის, რადგან კურდღლების სკოლისმოთხილამურეთა შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ზუსტად 8 საათზე ფიზკულტურის მასწავლებელმა ნიშანი მისცა მონაწილეებს და შეჯიბრიც დაიწყო.პატარა კურდღლის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო შეჯიბრი. მათ ძალიან სწრაფად ჩამოიტოვეს უკანმოწინააღმდეგეები. პატარა კურდღელი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყურები ალმებივითუფრიალებდა. ამ დროს სათხილამურო ტრასაზე უსუსური ბარტყი შენიშნა, მთელი ძალით აუქციაგვერდი, მაგრამ თვითონ თავი ვერ შეიკავა, ბუჩქებში ჩავარდა და თხილამურიც გადაუტყდა. მისმაგუნდმა შეჯიბრი წააგო. . .
პატარა კურდღელს შემოეხვივნენ გუნდის წევრები და გულშემატკივარი კლასელები.
უმწეო ბარტყი მათ ვერ შენიშნეს და ამიტომ ჩვენს პატარა კურდღელს ჩხუბი დაუწყეს:
„შენს გამო წავაგეთ! ასეთი რამ როგორ დაგემართა?!“ გუნდის წევრები იმდენად გაბრაზებულებიიყვნენ, რომ არც აცალეს პატარა კურდღელს წარუმატებლობის მიზეზის ახსნა.
პატარა კურდღელი სახლში ძალიან მოწყენილი დაბრუნდა. დედიკო სტაფილოს წვენითგაუმასპინძლდა, ანუგეშა კიდეც, მაგრამ ვერაფრით გამოუსწორა გუნება-განწყობილება. მეორე დღესსკოლაში მეგობრებმა ხმაც კი არ გასცეს. ასე გაგრძელდა მთელი კვირა. პატარა კურდღელმა იმდენიინერვიულა, რომ ერთ კვირაში 5 ლურჯი ვარსკვლავი მიიღო.
ორშაბათს სკოლაში კონკურსი გამოცხადდა საუკეთესო ხის ნამუშევრების შესაქმნელად. ხის ნივთებისკეთება ძალიან კარგად შეეძლო ჩვენს კურდღელს.
ზოგმა მოსწავლემ ხის კოვზების კეთება დაიწყო, ზოგმაც - სამარილეების. მოგეხსენებათ, ხეზემუშაობა არცთუ იოლი საქმეა. პატარა კურდღლებს გაუჭირდათ და დახმარებისთვის ფრთხილად,გაუბედავად მიმართეს ჩვენს პატარა კურღელს.
ჩვენი კურდღელი ძალიან კეთილი გახლდათ და ყველას დაეხმარა. უხსნიდა იარაღების გამოყენების,ორნამენტების გამოჭრის ხერხებს. კლასელებიც ისევ პატივისცემით განიმსჭვალნენ მისდამი.
გამოფენაზე ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ნამუშევრები ჩვენი პატარა კურდღლის კლასელებმაწარმოადგინეს. კლასელები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ჩვენს კურდღელს ბოდიში მოუხადეს.მასაც შესაძლებლობა მიეცა, აეხსნა თანაკლასელთათვის შეჯიბრის დროს წაქცევის მიზეზი.კლასელებს ძალიან შერცხვათ.
უცებ საგამოფენო დარბაზში ჩიტი შემოფრინდა და პატარა კურდღელს წერილი გადასცა - იმ ბარტყისდედისაგან იყო მადლობა, რომელიც კურდღელმა გადაარჩინა.
შეკითხვები
1. რა შეემთხვა შეჯიბრზე პატარა კურდღელს?
2. რატომ გაბრაზდნენ მისი თანაკლასელები?
3. როგორ შეაფასებდით თანაკლასელთა ქცევას?
4. თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილზე?
თემა_კამათი და ჩხუბი; როდის ვკამათობთ? განსხვავება კამათსა და ჩხუბს შორის; საკუთარიუფლებების დაცვა; „არას“ თქმის უნარის განვითარება
დამრიგებელი საუბრობს მოსწავლეებთან, რომ ზოგჯერ გარკვეული მოვლენები ჩვენში გაბრაზებას იწვევენ, რასაც ჩხუბი, კონფლიქტი მოსდევს ხოლმე.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები:
· მოსწავლეები კამათობენ მაშინ, როცა. . .
· კამათი ჩხუბში გადაიზრდება მაშინ, როცა . . .
· როდესაც მტკივა, მე . . .
· როდესაც სხვას ვტკენ, ის . . .
დამრიგებელი გონებრივი იერიშის მეთოდს მიმართავს და ეკითხება მოსწავლეებს, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი (უთანხმოება, დაპირისპირება).
დამრიგებელი საუბრობს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ უთანხმოებას იწვევს საწყისი პრობლემა, (მაგ.: ორ მოსწავლეს ერთი და იმავე ადგილზე უნდა ჯდომა).
საწყის პრობლემას ემატება სხვადასხვა სირთულის პრობლემები (კამათის დროს ხმის აწევა ან ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება).
ზოგჯერ უთანხმოებაში სხვა ადამიანებიც ერთვებიან, მაგ., მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ რომელიმე მხარეს, მასწავლებლები, რომლებიც კიცხავენ „მოჩხუბრებს“, ზოგჯერ მშობლებიც.
ყველაზე ცუდი შედეგი კი, რაც შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტს, არის ურთიერთობის გაწყვეტა.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელ ეტაპზე არის უმჯობესი კონფლიქტის შეჩერება და რა ფორმით. ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტის შეჩერება უფრო იოლია საწყისს ეტაპზე.
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან პრობლემურ სიტუაციაში:
ზოგი აგრესიულად იქცევა - აქვე განმარტავს, რომ აგრესიულია ადამიანი, რომელიც არ ისმენს სხვის აზრს, მუდამ ჩხუბობს, ხმამაღლა საუბრობს.
ზოგი გაუბედავად იქცევა - უჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა, ლაპარაკობს ხმადაბლა, ძალიან იოლია მისი დაყოლიება.
ზოგიც თავდაჯერებულია - საუბრობს მშვიდად, კამათისას ყოველთვის გამოთქვამს საკუთარ აზრს, აფიქსირებს, თუ რას გრძნობს პრობლემური სიტუაციის დროს, მოწინაღმდეგესაც ეკითხება მის პოზიციასთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ეძებს გამოსავალს.
დამრიგებელი განიხილავს პრობლემურ სიტუაციას:
„ნატო დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება. ის სტუმრების სიას ადგენს. საზეიმო სამზადისში მას უახლოესი მეგობარი, თამუნა ეხმარება. ნატომ სიაში ჩაწერა მეზობელი გოგონა სოფო. აღმოჩნდა, რომ თამუნას არ მოსწონს სოფო და ნატოს უთხრა, ეს სოფო არ დაპატიჟოო. სოფო ნატოს ძალიან ახლო მეგობარია და თამუნას ნათქვამზე გული ეტკინა.
ნატო აგრესიულად რომ მოქცეულიყო, თამუნას წაეჩხუბებოდა - სოფო ჩემი მეგობარია და როგორც მინდა, ისე მოვიქცევიო.
გაუბედავად რომ მოქცეულიყო, ხმადაბლა ეტყოდა, რომ სოფო ძალიან უყვარს, მაგრამ თამუნას ძალიან რომ „ეყოჩაღა“, შესაძლოა, არც დაეპატიჟებინა სოფო დაბადების დღეზე.
თავდაჯერებულად რომ მოქცეულიყო, ასე უპასუხებდა: „თამუნა, სოფო მე ძალიან მიყვარს და გული მტკივა, ჩემ მეგობარზე ასე რომ ამბობ. თქვენ ჩემთვის ორივე ძვირფასი ხართ და ორივე მიყვარხართ. ძალიან მინდა, რომ ორივე იყოთ ჩემს დაბადების დღეზე.
შენ არ ხარ ვალდებული, რომ ჩემსავით გიყვარდეს სოფო, მაგრამ როგორც ჩემს მეგობარს და სტუმარს, უკეთესი იქნება, რომ კარგად შეხვდე“.
შესაძლებელია დამრიგებელმა როლური თამაშიც შესთავაზოს მოსწავლეებს.
დამრიგებელმა ბარათებზე წინასწარ უნდა დაწეროს სიტყვები: „თავდაჯერებული“, „გაუბედავი“, „აგრესიული“. მოსწავლეებს შესთავაზოს პრობლემური სიტუაცია და სთხოვოს რეაგირება არჩეული როლის შესაბამისად. თანაკლასელებმა კი უნდა გამოიცნონ, თუ რა როლი შეხვდა მათ თანაკლასელს.
დამრიგებელი აჯამებს შეხვედრას, ამბობს, რომ პრობლემას ყოველთვის გაამწვავებს აგრესიული ქცევა, ხოლო ნაკლებად გაამწვავებს გაუბედავი ან თავდაჯერებული საქციელი.
თავდაჯერებული ქცევის დროს მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, არ შეილახოს მისი უფლება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
მიმართულება -უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემა-ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო
აქტივობა 1.
მიზანი: კანონის, სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობის გაცნობიერება.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ საზოგადოების ეფექტური და სამართლიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კანონების (სავალდებულო წესების) არსებობა. კანონებს ქმნიან ადამიანები. კანონები ადამიანების უფლებებს უნდა იცავდეს. კანონები უნდა იყოს სამართლიანი.
ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს კანონები, რომელთა დაცვა ყველა მოქალაქის ვალია.
დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს სიტუაციურ ამოცანას. აღუწერს მათ ორი წარმოსახვითი ქვეყნის მდგომარეობას. ერთი ქვეყნის პრობლემაა დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე, მეორის კი - მოსპოს გამეფებული უწესრიგობა.
„იყო ორი პატარა, მეზობელი ქვეყანა. ერთ ქვეყანას მდინარის ნაპირი ეკავა. მდინარე ხშირად დიდდებოდა და ქვეყნის ტერიტორიას ტბორავდა. ამიტომ, ქვეყანაში სახლებს სპეციალურ ბოძებზე აგებდნენ. მიუხედავად ამისა, წყალდიდობის დროს მოსახლეობა არ იყო დაცული და მსხვერპლიც ბევრი იყო.
მეორე ქვეყანას დატბორვის საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომ იქ ჩვეულებრივ სახლებ
აგებდნენ, მაგრამ მოსახლეობაში დიდი არეულობა სუფევდა. ამ ქვეყანაში არ იყო დანომრილი სახლები და ქუჩებს არ ერქვა სახელები. თან სახლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ბავშვები ვერც სახლებს აგნებდნენ და ვერც სკოლას.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოუგონონ ამ ქვეყნებს სახელები და მოუფიქრონ სავალდებულო წესები - კანონები.
მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებულ ბარათებზე უნდა ჩამოწერონ წესები I ქვეყნისთვის და ჩაყარონ ასევე წინასწარ გამზადებულ იდეათა ყუთში. წესების მოსაფიქრებლად მათ 10 წუთი ეძლევათ. ამ პროცედურის შემდეგ ყუთი იხსნება და მოსწავლეთა იდეები დაფაზე იწერება.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო ჩამონათვალს:
· ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნავი და მაშველი რგოლი;
· ქვეყანაში უნდა იყოს მაშველთა რაზმი;
· უნდა აშენდეს საავადმყოფოები;
· მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საჰაერო ბუშტები;
· კალაპოტს უნდა ჰქონდეს ჯებირი.
დასახელებულ წესებს მასწავლებელი ბავშვებთან ერთად განიხილავს.
მეორე შეხვედრაზე დამრიგებელი მეორე ქვეყნის მდგომარეობას შეახსენებს მოსწავლეებს.
მოსწავლეები ისევ ბარათებზე წერენ წესებს და კვლავ იდეათა ყუთში აგდებენ.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო ჩამონათვალს:
· ყველა ქუჩას უნდა ერქვას სახელი;
· ყველა სახლს უნდა ჰქონდეს ნომერი;
· ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ნომერი.
დამრიგებელი აჯამებს სავარჯიშოს, საუბრობს კანონების არსებობის აუცილებლობაზე. შესაძლებელია დამრიგებელმა გამართოს დისკუსია, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ქვეყნები ერთმანეთისაგან. ყველა ქვეყანას აქვს სახელი, საზღვარი, დროშა, გერბი და ჰიმნი.
ბავშვები რუკაზე ან გლობუსზე პოულობენ საქართველოს, ხატავენ მის კონტურს და ქვეყნის სიმბოლიკას.
No comments:
Post a Comment